რეზონანსი
14.08.2022

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავენ, - ამის შესახებ პოლონურ მედიასთან საუბრისას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიოტრ ვავჟიკმა განაცხადა.

„პოლონეთი მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც საშულებას მოგვცემს რუსებისთვის ვიზების გაცემა შევწყვიტოთ", - განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ვარშავა უახლოეს კვირებში გამოაცხადებს.

მან ასევე თქვა, რომ ამჟამად ევროკავშირის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ვავჟიკის თქმით, ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოდიან გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები.

შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობა მოითხოვს, რომ ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტოს. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მხარს უჭერენ ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ფინეთი.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სანქციების დაწესება გამართლებულად არ მიაჩნია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×