რეზონანსი
14.08.2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ლევან იაგანაშვილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები მეზობელმა მიაყენა. მხარეებს შორის დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ქალზე ეჭვიანობა გახდა.

არაშენდაში ამბობენ, რომ შემთხვევა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გარდაცვლილი თანასოფლელებთან ერთად ქეიფობდა.

მეზობელმა ლევან იაგანაშვილს ადგილზე მიაკითხა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×