რეზონანსი
13.08.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდნენ.

ზელენსკის თქმით, "ევროპა არ უნდა იქცეს სუპერმარკეტად, სადაც სულ ერთია ვინ შევა, თუ შეძენილ საქონელში ფულს გადაიხდის".

მან ასევე განმარტა, რომ რუსეთშიც არიან ადამიანები, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ და იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთში პოლიტიკური მოტივებით იდევნებიან, ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

​"არ შეიძლება ევროპის იდეის, ჩვენი საერთო ფასეულობების განადგურება, ევროპა არ უნდა იქცეს სუპერმარკეტად, სადაც სულ ერთია ვინ შევა, მთავარია შეძენილ საქონელში ფულს გადაიხადოს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ, მათ ვინც რუსეთში პოლიტიკური მოტივებით იდევნება, ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოს. რაც შეეხება ევროპაში რუსეთის მოქალაქეების დასვენებას, ტურიზმს, გართობას და ბიზნესს, ის უნდა აიკრძალოს. არ შეიძლება სახელმწიფო ტერორიზმზე მუშაობა" - ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ რომ, ჩეხეთი შეუერთდა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეებისთვის სამგზავრო და სამუშაო ვიზებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×