რეზონანსი
13.08.2022

ესპანეთის ქალაქ ვალენსიას სიახლოვეს მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე ერთი ადამიანი, ათობით კი - დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

დაშავებულთაგან სამმა სერიოზული ტრავმა მიიღო, 14 ადამიანს კი ნაკლები სიმძიმის დაზიანება აღენიშნება. ჯამში, ჯანდაცვის უწყების ცნობით, სამედიცინო დახმარება 40 პირს გაეწია.

არსებული ცნობით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Medusa-ზე, რომელიც 6 დღის განმავლობაში იმართება, სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანებაც ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

„ძალიან შეწუხებულები ვართ იმით, რაც დღეს მოხდა",- წერია ფესტივალის ორგანიზატორების გაცხადებაში, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ამ დროისთვის ფესტივალი შეჩერებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×