რეზონანსი
13.08.2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაასახელეს ხუთი ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც უკრაინის გამარჯვებისთვის არის საჭირო. ამის შესახებ „ტელეგრამის" არხში უკრაინაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაწერა.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთი აღიარებული იყოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეს სავიზო შეზღუდვები, შემოიღონ ნავთობის ზღვრული ფასები და რუსულ ბუნებრივ აირსა და შეიარაღებაზე ემბარგო დაწესდეს.

„ეს ნაბიჯები დაგვეხმარება რუსეთის დამარცხებაში, მისი ეკონომიკის, არმიის განადგურებაში და ასევე გაუქრობს რუსეთს ომის და დასავლეთის შანტაჟის გაგრძელების სურვილს", - განაცხადა ერმაკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×