რეზონანსი
13.08.2022

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 856 ტანკს, 4 115 ჯავშანმანქანას, 978 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3036 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 779 უპილოტო საფრენ აპარატს, 91 ერთეულ სპეცტექნიკას, 187 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×