რეზონანსი
11.08.2022

ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ, რა თქმა უნდა, მათ ამ ქვეყანაში უბედურების დატრიალებას უკვეთავენ, - აღნიშნული შეფასება „ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა „გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვის კომენტირებისას გააკეთა.

„მოუსმინო ამ ადამიანს და დაიჯერო, რასაც ის ქადაგებს, არამხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხი, არამედ მორალისა და ზნეობის საკითხია. ასეთი ბინძური ადამიანების მუქარა, შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ვინ არიან ეს ადამიანები და რას ქადაგებენ ისინი?! - ემზადებიან ე.წ. ცხელი შემოდგომისთვის, რომელიც უკვე რიგით მერამდენეა, სათვალავიც კი ამერია.

რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ. ამ ადამიანების ავ ზრახვებს აღსრულება არ უწერია. დიდი ხანია ქვეყანა იმ მდგომარეობიდან გამოვიდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ფერხულში ჩაბმულ ავაზაკ-კრიმინალებს ქვეყნის უკან დახევა და დამარცხება შეეძლოთ", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×