რეზონანსი
11.08.2022

ევროკომისიის წარმომადგენელმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციაშია.

კითხვაზე -უჭერს თუ არა მხარს ევროკომისია რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტას- ევროკომისიის წარმომადგენელმა უპასუხა:

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი აგრესიის გამო, უპირველეს ყოვლისა, უკრაინა, მაგრამ ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დადგნენ. თქვენს კითხვას დადებითად ან უარყოფითად არ ვუპასუხებ, რადგან ჩვენ უკვე შევიმუშავეთ დეტალური რეკომენდაციები წევრი ქვეყნებისთვის რუსეთთან სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმის ნაწილობრივი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გამოყენების შესახებ. წევრი სახელმწიფოს კომპეტენციაა განიხილოს თითოეული განცხადება და უარი თქვას საზოგადოებრივი წესრიგის ან შიდა უსაფრთხოების საფრთხის საფუძველზე.

ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყონ, რომ ყოველთვის იყოს ადამიანთა კატეგორია, რომლებზეც ვიზები გაიცემა ნებისმიერ შემთხვევაში: ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის ან დისიდენტებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×