რეზონანსი
11.08.2022

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნის თარიღმა რამდენიმე კვირით გადაიწია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა.

"რაც შეეხება მეტროსადგურ "გოცირიძეს", ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მომიწია განმარტებების გაკეთება. პროექტი თავიდან რაც იყო გათვალისწინებული, სამუშაოების განხორციელების დროს ძალიან დიდი პრობლემა გამოიკვეთა, ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და მოგვიწია არსებული ბაქნის მთლიანად დაშლა და ახალი პროექტის განხორციელება. სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა. ჩვენ ამას დავთანხმდით, იმიტომ, რომ სამუშაოები ბოლოშია მიყვანილი და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და ადამიანებს მოემსახუროს",-განაცხადა კალაძემ

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ასევე დაიწყება მეტროსადგურ "გურამიშვილის" რეაბილიტაციაც. თუმცა, თბილისის მერს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. "უახლოეს მომავალში, როდესაც ამასთან დაკავშირებით მზაობა იქნება და პროექტი გვექნება, ინფორმაციას მოგაწვდით", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×