რეზონანსი
11.08.2022

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომს არ იწყებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ერთვება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ დროს, როცა ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხდეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში ტურისტების შემოდინებას მიესალმება და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს.

"ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება. საქართველოში "მეორე ფრონტი" არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი, ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ საქართველოს კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×