რეზონანსი
10.08.2022

მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში დროებით ოკუპირებულ ვასილივკაში რუსულ ბლოკპოსტთან ევაკუაციის რიგში მყოფი 10 ადამიანი გარდაიცვალა. ისინი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.

„გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 ადამიანი შეადგინა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ევაკუაციამდე ვერ გაძლო", - განაცხადა ფედოროვმა.

მისივე მონაცემებით, ვასილივკაში ბლოგპოსტთან ათასზე მეტი ავტომობილი რჩება, რომლებიც ევაკუაციის შესაძლებლობას ელიან.

ცნობისთვის, ვასილიევკას გავლით უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან ადამიანები ბერდიანსკიდან, ვასილივკადან და მელიტოპოლის რაიონებიდან და ასევე ხერსონისა და დონეცკის ოლქებიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×