რეზონანსი
10.08.2022

რამდენიც არ უნდა ისაუბროს ოპოზიციამ, რომ სიმულაციური და არაეფექტიანია ეს პროცესი, ამის თქმის საფუძველი ნელ-ნელა უმცირდებათ ყოველი ჩვენი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მსუყე და მნიშვნელოვანია.

„პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესებები, 12 პუნქტისგან შემდგარ ჩვენს გეგმაში. აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე თუ რა შედეგის მომტანია [ეს პროცესი], რეალურად ფაქტი იქნება ყველაზე უტყუარი - ფაქტი და მტკიცებულება კონკრეტულად გადადგმული ნაბიჯებისა, რომლებიც მუშავდება ყოველდღიურად", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×