რეზონანსი
10.08.2022

ისეთი მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ სიცხე აქვს - გამხდარია, წონაში იკლებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედიში" სააკაშვილი მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას ალასანიამ აღნიშნა, რომ მას, სავარაუდოდ, ანთება აქვს და ალბათ, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.

როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, მათი საუბრის თემა უცხოელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლა იყო.

„ისეთი მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ სიცხე აქვს. რაღაც ანთებითი პროცესია და ალბათ, დამატებით გამოკვლევებს გაუკეთებენ ამასთან დაკავშირებით.

გამხდარია, წონაში იკლებს. როცა მივედი, მაშინაც იწვა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ადგა და გადმოვიდა სავარძელზე.

ერთადერთი ჩვენი საუბრის თემა იყო ექიმები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ, როდის ჩამოვლენ, - ყველაზე აქტუალური ახლა ეს არის ჩვენთვის", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×