
ხმაური და დაპირისპირება ვარკეთილში- დევნილთა დასახლებაში პოლიციაა იყო მობილიზებული.
კონფლიქტი სამართალდამცველებთან აღსრულების ბიუროს თანამშრომლების გამოჩენას მოჰყვა. უწყებამ საცხოვრებელის სახლიდან გელა ქარჩიაძის ოჯახი გამოასახლა, რომლიც დევნილთა საცხოვრებელში წლებია, ცხოვრობს.
გელა ქარჩიაძის განმარტებით, მისმა ოჯახმა წლების განმავლობაში ვერ მოახერხა ფართის დასაკუთრება, რადგან მერიის თანამშრომლები გარკვეულ პირებთან გარიგებაში იყვნენ შესული.
ქარჩიაძე სამართლებრივ დავას აპირებს, რათა მის ფართი დაიბრუნოს.
დევნილები აცხადებენ, რომ ქარჩიაძის ბედს სხვაც გაიზიარებს, რადგან მთელი საცხოვრებელი დაუკანონებელი ბინებით არის სავსე.
აქ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს გაუფორმებელ ბინაში, აუცილებლად შიშის ქვეშაა, რომ შეიძლება, ვიღაც მოვიდეს და გაასახლოს.
როგორ შეიძლება, ყოველდღე მოდავე იმატებდეს, რომელიც არავის არასდროს უნახავს?! - ამბობს დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი პირი.