რეზონანსი
10.08.2022

სოფი ფირანიშვილი მძიმე პრობლემაზე წერს, რომლის წინაშეც ონკოპაციენტები დგებიან ხოლმე საქართველოში და ეს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

,,კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ქიმიოთერაპიის დაწყებამდე, არასწორი მიდგომით, არასწორი დიაგნოსტირებით, ზედოზირებით. მე და შენ და ჩვენ რომ ჩუმად ვართ, შორიდან რომ ვაკვირდებით და ხმის ამოსაღებად რომ ვერავინ ვიცლით, ვერ ვბედავთ ან რა მნიშვნელობა აქვს? ის გარდაიცვალა, აღარ არის. ღმერთმა დაგვიფაროს, ხვალ კიდევ რა გველის, არ მინდა, ამაზე ვწერო ან ვიფიქრო, და რატომ? იმიტომ, რომ ჩუმად ვართ, შენ არ ილაპარაკე, მე არ ვილაპარაკე, ხმა არავინ ამოიღო,

სად გვაქვს ჯანდაცვაო, სად არის სახელმწიფოო, სად არიან შესაბამისი სტრუქტურებიო, ხომ იტყვით ახლა ყველა ერთად? და ჩვენ? ჩვენ სად ვართ? ხმას რატომ არ ვიღებთ?..

აუცილებელია, ვილაპარაკოთ, აუცილებელია, არ გვეშინოდეს, აუცილებელია, მადლიერების გრძნობა გაგვაჩნდეს საუკეთესო ექიმების მიმართ, ვინც ღამეებს ათენებენ ჩვენთვის, აუცილებელია, ერთმანეთის უფლებებს ვიცავდეთ, ერთმანეთს მხოლოდ ამით დავიცავთ!..

დავიღალე, ძალა აღარ მყოფნის ამდენი ჩემდამი ნასროლი ნეგატივის მოგერიებით – ,,თურმე რა ჩემი საქმეა”, ,,უცხო პაციენტის ისტორიებში რატომ ვერევი”.

მე კიდევ ზუსტად მჯერა, სანამ ასე იაზროვნებთ, სანამ პაციენტებს ერთმანეთის დაცვის შეგვეშინდება, სანამ ერთმანეთს დავამცირებთ სიმართლის აღიარებისთვის, სანამ პაციენტების დაცვის ორგანიზაციები არ გაიაზრებენ, რომ  მოტივაციაზე წინ პაციენტების სამართლებრივი დაცვა, ცნობიერების ამაღლება, და სამედიცინო განათლების პოპულარიზაციააა, სანამ ონკოლოგიურ სექტორში მიმდინარე ხარვეზების ადვოკატირება არ გახდება თითოეული ინსტიტუტის უპირველესი ამოცანა, ვერავინ დაგვეხმარება, უბრალოდ ვერავინ იგრძნობს ჩვენს საჭიროებებს, ვერც სახელწიფო, ვერც ჯანდაცვა, ვერც სხვა ინსტიტუტები, გთხოვთ ეს გავიაზროთ, ამაზე ბევრი ვიფიქროთ და არ გავჩუმდეთ, ვილაპარაკოთ, გთხოვთ”, – წერს სოფი ფირანიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×