რეზონანსი
09.08.2022

არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი, - ასე გამოეხმაურა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ფაქტს.

ნენსი პელოსი რეზიდენციის ჩხრეკას „საკმაოდ სერიოზულ ნაბიჯად" აფასებს.

„ჩვენ გვჯერა კანონის უზენაესობის. ესაა სწორედ ჩვენი ქვეყანა და არც ერთი ადამიანი არ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი", - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პალმ ბიჩის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×