რეზონანსი
09.08.2022

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს - ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე.

„უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ.

ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა - 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის - ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს. ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს - არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს - მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია - ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების.

მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს - ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე. საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება. სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე - ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი. არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის - ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან - 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა. დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად",- წერს სააკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×