რეზონანსი
09.08.2022

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ორდერის აღსრულება სახიფათოა. იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა. გენერალურმა პროკურორმა უნდა განმარტოს, თუ რატომ შეიცვალა 250-წლიანი პრაქტიკა ამ რეიდის შედეგად. მე ბენღაზის საქმეზე კომიტეტის წევრი ვიყავი, სადაც დავამტკიცეთ, რომ ჰილარი კლინტონი საიდუმლო მასალებს ფლობდა. ჩვენ მის სახლში რეიდი არ მოგვიწყვია", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×