რეზონანსი
09.08.2022

მას შემდეგ, რაც ნედლის ნავთობის ფასმა ბარელზე 120-ს დოლარს მიაღწია, ფასი თანდათან შემცირდა. დღეისთვის "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 97 დოლარამდეა, ამერიკული "ლაითის" ტიპისა კი - 92 დოლარამდე. ნავთობის ფასის კლება-ზრდის პარალელურად, მერყევია საწვავის ფასებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი საქართველოს სამეზობლოში და გთავაზობთ აგვისტოს მონაცემებს.

რეგიონში ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანშია, სადაც 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი აგვისტოში 0.59 დოლარია (1.59 ლარი), დიზელი კი - 0.47 დოლარი (1.26 ლარი) ღირს.

აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთი მოდის. რუსეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0.82 დოლარია (2.21 ლარი), დიზელის - 0.85 დოლარი (2.29 ლარი).

სომხეთში "რეგულარის" ტიპის ბენზინი საშუალოდ 1.23 დოლარი (3.31 ლარი) ღირს, დიზელის საშუალო ფასი კი 1.21 დოლარია (3.25 ლარი).

თურქეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ღირებულება 1.25 დოლარს აღწევს (3.36 ლარი), დიზელის კი 1.38 დოლარს (3.71 ლარი).

რაც შეეხება საქართველოს, 9 აგვისტოსთვის ქვეყნის ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე "რეგულარის" ტიპის (ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ამ ტიპის ბენზინია) ბენზინის საშუალო ფასი 3.68 ლარია, დიზელის კი - 4.55 ლარი.

თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ საწვავი ყველაზე ძვირი მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოშია. მართალია, აზერბაიჯანი და რუსეთი მწარმოებელი ქვეყნები არიან, თუმცა საწვავი საქართველოზე იაფია არამწარმოებელ თურქეთსა და სომხეთშიც.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის მთავარი შემომტანი წელს რუსეთი გახდა. 2021 წელს პირველ ადგილზე თურქმენეთი იყო, თუმცა მიმდინარე წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ნავთობიმპორტიორებს საქართველოში ფასდაკლებული რუსულ საწვავი შემოაქვთ. ტოპ 5 იმპორტიორ ქვეყანაში შედიან რუმინეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და აზერბაიჯანიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×