რეზონანსი
09.08.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურების ხელში მოხვდა.

„ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული, ერთმანეთში გაარკვიონ მელიებმა, ხოშტარიებმა, პოდოლიაკებმა, ქამხაძეებმა და არ ვიცი, კიდევ ვინ არის იქ, რიგში ვინ დგას იმ საქმეში, რომ როგორმე „გააშაოს" ეს ქვეყანა, სახელი გაუტეხოს, ჩვენი სამხედრო ძალების ავტორიტეტი დასცეს, მითუმეტეს, იმ დღეებში, როცა ცხინვალის ომში დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ, უზნეობაა ეს ყველაფერი. მითუმეტეს, როცა მტკიცებულებების გარეშე გეუბნებიან, მითუმეტეს როცა ამას ვინმე მელია გეუბნება, ორჯერ ნასამართლევი, კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი, ეს არის დიდი უზნეობა და ცინიზმის მწვერვალი. „ზონდერ" მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ და ვერც ერთი მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს სარწმუნო შეიძლება იყოს ვინმე ხაბეიშვილისთვის, წიკლაურისთვის ან ვინმე სხვისთვის, ჩემთვის როგორ იქნება ავაზაკი კრიმინალი მელიას სიტყვა სარწმუნო, რომ ვიღაც სადღაც რაიმე ინფორმაციას გადასცემს? ამგვარი სისულელეების, დიდი ხანია, არ მჯერა, მითუმეტეს, როცა ქალბატონი ხოშტარია ამბობს ამას, რომელიც დღესაც იღებს მსუყე-მსუყე დაფინანსებას რუბლებში მაშინ, როცა ეტყობა მოსკოვის ავანსცენებზე ჩაიკოვსკის „გედების ტბა" დაიდგმევა ხოლმე, იქიდან რომ გადმოურიცხავენ ფულს, მერე მოდის „იშტაზე" ქალბატონი ხოშტარია და ქადაგებს საქართველოს თავისუფლებაზე, გმირ ბიჭებზე, დაღუპულებზე, მელიასთან უნისონში და ავრცელებენ ამ სიბინძურეს", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია ოკუპანტს გადაეცა. გავრცელებულ ინფორმაციას სახელმფიფო უწყებები გამოეხმაურნენ. საქართველოს მთავრობის სტრატკომის განცხადების თანახმად, „გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×