რეზონანსი
09.08.2022

შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა დიდხნიანი დუმილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა:

"არ მსურს ბატონ ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩვენ როგორც წესი, არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს, იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ, დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი, ასე მოიქცეს, თუკი მეორე მხარეს ურჩევნია რომ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. როგორც კი გაირკვა, რომ ბატონი ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალი სხვა სფეროს შესახებ, სადაც ამერიკა ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას.

ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც ბევრ სხვა საქართველოს მოქალაქესთან. სინამდვილეში სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა, ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ამ ქვეყანაში.

ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის, ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. შეხვედრისას საერთოდ არ ყოფილა ამ თემებზე საუბრები", - თქვა დეგნანმა "ფორმულასთან" ინტერვიუში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×