რეზონანსი
08.08.2022

უკრაინელმა სამართალდამცველებმა რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსი რეზნიკოვისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

„უშიშროების სამსახურმა აღკვეთა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა და საზოგადო მოღვაწეთა შეკვეთილი მკვლელობების სერია.

ბოროტმოქმედები დაკავებულები იყვნენ თავდაცვის მინისტრისა და ჩვენი ქვეყნის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის და ასევე ცნობილი უკრაინელი აქტივისტის ფიზიკური ლიკვიდაციის მზადებით.

ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს აგენტი, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი. სპეცსამსახურების ცნობით, თითოეული სამიზნის ლიკვიდირებისთვის რუსი „კურატორები" 100-დან 150 ათას დოლარამდე ანაზღაურებას იხდიდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×