რეზონანსი
08.08.2022

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მისი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა, მისი და ჯანდაცვის მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრამდე შეხვდა.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გაივლით იმ საკითხებს, რაც ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას ეხება. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბერი საქმე კეთდება. ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გარდამავალი პერიოდის გეგმას და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×