რეზონანსი
08.08.2022

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ამჟამად რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის საფუძველი არ არსებობს.

სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებებზე კომენტირებისას დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდნენ შეხვედრას, როცა ორივე მხარის მომლაპარაკებელები „საშინაო დავალება შეასრულებენ".

"უკრაინის დელეგაცია რადარიდან გაუჩინარდა, ახლა მოლაპარაკების პროცესი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დელეგაციები საშინაო დავალება შეასრულებენ. ეს არ არსებობს, ამიტომ შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×