რეზონანსი
07.08.2022

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

თვითმხილველების თქმით, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.

მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, ხოლო თანმხლები პირი კლინიკა "მედცენტრშია" მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მოქალაქე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი სავაჭრო ცენტრში შევარდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×