
უკრაინის საჰაერო ძალების დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს, რომლებსაც უკრაინის გმირის წოდება მიენიჭათ, ასევე, დაღუპული გმირების ოჯახების წევრებს „ოქროს ვარსკვლავის" ორდენები გადასცა. ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლის ეზოში გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთი ცდილობდა, კონტროლი მოეპოვებინა უკრაინის ცაზე, მაგრამ ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, დამპყრობლებმა ეს ვერ შეძლეს.
„უკრაინელი მფრინავები, საზენიტო სისტემებით მებრძოლები და ყველა, ვინც ჩვენს საჰაერო სივრცეს იცავს, პროფესიონალი, მამაცი და მოტივირებული აღმოჩნდა. საჰაერო ძალების მიერ შესრულებული ყველა დავალება უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.