რეზონანსი
07.08.2022

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს კლინიკის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალი წარედგინა მკვლელობის მცდელობის მუხლით და ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. ადრე მიცემულ ჩვენებას ის მთლიანად დაეთანხმა, დაადასტურა რომ მის მიერ მოხდა ამ გასროლის განხორციელება, თუმცა ამბობს, რომ მას არ სურდა გალდავას მოკვლა, უბრალოდ გასროლა განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ მისი შეშინების მიზნით. გასროლა განხორციელდა ერთხელ", - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, კახა შონიამ.

დაკავებული მედიკოსოსთვის აღკვეთის ღონისძიებია შეფარდებაზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადებში იმსჯელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×