რეზონანსი
07.08.2022

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა" ცდილობს, რომ საკუთარი წარუმატებლობა თუ მავნებლური ქმედება გადაფაროს დისკუსიით, 7 აგვისტოს უნდა აღინიშნოს ეს თარიღი თუ 8 აგვისტოს.

მისი აზრით, ეს აბსოლუტურად დაცლილია არგუმენტაციისგან.

„ოპოზიცია ამბობს, რომ იმ რეზოლუციაში სხვა, საქართველოსთვის ხელსაყრელი დებულებები იყო მოცემული, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც აბსოლუტურად შეუპოვარი და უკომპრომისოდ უნდა იყო ხელისუფალი. როდესაც საუბრობ ქვეყნის ოკუპაციაზე, არაფრის დიდებით არ შეიძლება აღიარო და ხელი მოაწერო სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველო შეიძლება გამტყუნდეს. არ შეიძლება დაჰბრალდეს ქართველ სამხედროებს ომის დაწყება. რასაკვირველია, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ახლა ცდილობენ, რომ საკუთარი წარუმატებლობა თუ მავნებლური ქმედება გადაიფაროს დისკუსიით, 7 აგვისტოს უნდა აღინიშნოს ეს თარიღი თუ 8 აგვისტოს. მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად დაცლილია არგუმენტაციისგან. გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს. უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ფაქტები. რუსეთი არის აგრესორი მხარე, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოში და პასუხისმგებელია იმ დანაშაულებზე, რაც დღემდე გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - აცხადებს სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×