რეზონანსი
05.08.2022

რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის თქმით, თურქეთი ყოველწლიურად რუსეთისგან 26 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, მათი გადაწყვეტილებით კი, თურქეთი გაზის საფასურის ნაწილს რუბლებში გადაიხდის.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხდნენ, - შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ერდოღანმა და პუტინმა ხაზი გაუსვეს სტამბოლის შეთანხმების სრული შესრულების, მათ შორის რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტი ექსპორტის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი იყო „აკუიუს" ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომლის პროექტის დაწყების ვადად 2023 წელი განიხილეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×