რეზონანსი
10.07.2022

მიხეილს სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, აქვს თავბრუსხვევა და სისუსტე. ინფორმაცია "ვივა-მედიდან" დაპატიმრებული პრეზიდენტის ახალმა ადვოკატმა გამოიტანა.

მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა ხაჭაპურიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან იურიდიული კონსულტაცია ვერ გაიარა. ადვოკატის თქმით, სააკაშვილს პალატაში ტელევიზორი არ აქვს და ინფორმაციას მხოლოდ მნახველებისგან იგებს.

პოლიტიკაზე საუბარი, ზოგადად, ვერ შედგა, იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა, მე რასაც ვუყურებ, იმდენად მძიმეა, ფიზიკურად არ შეუძლია ამ წუთში რაიმე პოლიტიკური განცხადებები, პროგნოზები თუ შეფასებები გააკეთოს. ვიზუალურად რასაც ვხედავ, მისი ჯანმრთელობა არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება. მადლობა, პირველ რიგში, ელჩს, რომ გამოეხმაურა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ტელევიზორი გაფუჭებული აქვს, ეს ამბავი მე გადავეცი, მისი ეს განცხადება, თუმცა, მოდი, პირდაპირ ვიტყვი, მას ეს არ გაკვირვებია და იცის, რომ მსოფლიო საზოგადოება აკვირდება ამ მოსალოდნელ პროცესს, აკვირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, - თქვა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×