რეზონანსი
10.07.2022

მსურს, დაგპირდეთ, რომ ვიძლევით გარანტიებს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს, - აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, არ შეგიძლიათ, უბრალოდ თქვათ ის, რაც გონებაში გაქვთ. ყველაზე რთული ის არის, როდესაც გულს არ სურს ის, რასაც გონება ამბობს. მაგალითად, მსურს, დაგპირდეთ, რომ ჩვენ ვიძლევით გარანტიებს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით იმ რაიონებიდან, რომლებისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინაში, მაგრამ ამის უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს. ასეთი დაპირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამხედრო საშუალებებით. ამიტომ მე მომიწია მკაფიოდ მეთქვა - არასაფრენი ზონები არ იქნება", - განაცხადა ბერბოკმა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში ხშირად ცივსისხლიანობა უნდა შეინარჩუნო და იმ ფაქტის ატანა, რომ გარკვეულ ვითარებაში არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, საგარეო პოლიტიკის სისასტიკეზე მეტყველებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტის დროს მოკლული ბავშვების სურათების ნახვა მინისტრის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში მისთვის ყველაზე საშინელი მომენტი იყო.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ახლა შეუძლებელია პუტინთან მოლაპარაკება", - აღნიშნა ბერბოკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×