რეზონანსი
07.07.2022

„გირჩის" წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მისვლას აპირებს.

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე უარის თქმა ალოგიკურია.

„ბუნებრივია, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მივალთ. ეს პუნქტები პარლამენტში უნდა გადაწყდეს. როდესაც მმართველი გუნდი გეუბნება, რომ დავსხდეთ, დავილაპარაკოთო, ამაზე უარის თქმა ალოგიკური იქნება. ჩვენ ვერ ვიპოვეთ არგუმენტი, რატომ უნდა ვუთხრათ უარი ადამიანს, რომელიც ლაპარაკს გვთავაზობს. მივალთ შეხვედრაზე, ვისაუბრებთ და რა გამოვა, ეს მეორე საკითხია. რამდენად შესაძლებელია პოლარიზაციის დაწევა ასეთი შეხვედრებით, არ ვიცი, სკეპტიკურად ვარ განწყობილი და სხვანაირი გზა მიმაჩნია სწორი, მაფრამ ჩემს ამ პოზიციასაც იქ დავაფიქსირებ. ამიტომ არ იქნება პრობლემური, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ და თუ მართლა დისკუსია დაიწყება, დარწმუნებული ვარ, რაღაც უკეთეს გზას ვიპოვით", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×