რეზონანსი
06.07.2022

21 ივნისს მოსკოვში 31 წლის მომღერლის, ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, ყველა მის ახლობელს, თავზარი დასცა. გარდაცვალების მიზეზად, იმ დღეებში, სხვადასხვა ვერსია ითქვა და დაიწერა. მოსკოვში მომღერალი მისი ჯგუფის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლევანის მეგობრები ამბობდნენ, რომ ის თრომბით დაიღუპა, მეორე ვერსიით, მას ფეხის ძვლის დაშლა ჰქონდა.

მომღერლის უეცარი გარდაცვალების მიზეზი მისმა დედამ გაასაჯაროვა. „ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლევანის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტია, რაც ტვინში სისხლის შეგუბებას და ანევრიზმას იწვევს. არასწორი ვერსიები ითქვა და დაიწერა. ლევანს ძვლის სიმსივნე არ ჰქონია. კოვიდის შემდეგ ფეხი მტკივაო, თქვა.  მოსკოვში სურათი გადაიღო. აღმოჩნდა, რომ მენჯის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. ოპერაციის აუცილებლობა იყო. თუ ანთებითი პროცესი ჩაქრებოდა, სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობის შემდეგ, შესაძლოა, ოპერაცია აღარ დასჭირვებოდა. რუსეთში სულ სხვა კლიმატია. იქ სხვადასხვა ქალაქებში რომ დადიოდა კონცერტებზე, ფეხი აწუხებდა. საქართველოში ახლა რომ იყო ჩამოსული, არ მტკივაო, ამბობდა. ყავარჯნით დადიოდა. ახლახანაც გადაიღო სურათი. ჩვენ გამოგვიგზავნა, აქაც გადავამოწმეთ ექიმებთან. უთხრეს, რომ პროცესი შორს არ იყო წასული. როცა აქ იყო ყველანაირ  ანალიზს იკეთებდა. ივლისის შუა რიცხვებში უნდა ჩამოსულიყო და ყველანაირი ანალიზი გაეკეთებინა. მე ჩემ თავს ვადანაშაულებ, რომ გამოგვეპარა და თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია არ გადავაღებინე. მაგრამ თავის ტკივილი არ ჰქონია, არასდროს აწუხებდა და ამიტომ, ახლაც რომ ჩამოვიდოდა, ტომოგრაფიას არ გავაკეთებინებდი…”, – განაცხადა მელიტა ფურცელაძე.

წყარო: „პრაიმ ტაიმი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×