რეზონანსი
05.07.2022

პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობის შესახებ საუბრისას დაუშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან მზაობა უნდა დაინახონ.

„ქართული ოცნება" იმასაც ცდილობს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველანაირი ფორმით და რესურსით, გაიხანგრძლივოს არსებობა. თუ პროცესი იქნება რეალური და საშუალებას მოგვცემს, რომ კანდიდატის სტატუსამდე მივიდეთ, მზად ვართ, ყველანაირ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. თუ სასამართლო ინსტრუმენტი დაითმობა, საარჩევნო სისტემა გასწორდება, თუ პროკურატურა ისეთ მოდელზე გადავა, როგორზეც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, ეს აპრიორი დეოლიგარქიზაციამდე მიგიყვანს. შეხვედრაზე ხომ უნდა მიხვიდე, რომ გაიგო რას გთავაზობენ, მისცე ალტერნატიული შეთავაზება და ამ შემოთავაზებაზე პასუხი დაინახო, რომ მზად არიან ამაზე წამოვიდნენ. შესაბამისად, ამ პროცესში შესვლას შინაარსი და აზრი ექნება", - განაცხადა დაუშვილმა.

მისი თქმით, პოლარიზაციის წყარო „ქართული ოცნება" და ოპოზიციაა.

„მოცემულობა არის ერთი: პოლარიზებას ორი წყარო აქვს: „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა." როდესაც დეპოლარიზებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ ამასთან, პოლარიზების მეორე მხარე „ნაციონალური მოძრაობაა." დეპოლარიზაცია „ოცნების" ინტერესში არაა, რადგან ის ამაზე დგას, არა მხოლოდ „ოცნება," გარკვეულწილად „ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×