რეზონანსი
05.07.2022

ბათუმის ყოფილმა მერმა რუსთავის მე-15 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე საათის წინ დატოვა.

„ერმაკოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით გაფლანგვის მუხლით 7 წელი ჰქონდა მისჯილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა, კოვიდპანდემიის გამო, სასამართლო განხილვები 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერმაკოვი გაფლანგვის ბრალდებაში გაამართლა, მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გადაუკვალიფიცირა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

გიორგი ერმაკოვს 3 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა, ვინაიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სასჯელი 3 წლიდან იწყება , მოსამართლემ ერმაკოვს 3 წელი მიუსაჯა, რაც მას უკვე მოხდილი ჰქონდა. შესაბამისად, ერმაკოვი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა", - განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, ერმაკოვი სრულიად უდანაშაულოა და სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით, გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საუბარია ბათუმში „იაფი სახლის" პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა. ბათუმის მერიამ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა, კომპანია გაუჩინარდა, რასთან დაკავშირებითაც მაშინ გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×