რეზონანსი
05.07.2022

ძალიან კარგი, საქმიანი შეხვედრა იყო, ვსაუბრობდით კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, რომ 12 პუნქტი რეალურად შესრულდეს და ამ შესრულებამ მიიყვანოს საქართველოდ ასახულ მიზანთან, რასაც მოითხოვს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, ევროკავშირის 12 პუნქტის საკითხების ირგვლივ ძალიან დიდი კონსენსუსია და ახლა მუშაობა რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე მიმდინარეობს.

„საკითხების ირგვლივ არსებობს ძალიან დიდი კონსენსუსი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე იმიტომ, რომ არათუ ახლა პარლამენტი დასასვენებლად არ უნდა იყოს წასული, არამედ ერთ წუთსაც არ უნდა ვკარგავდეთ და ამისთვის რიგგარეშე სესია აუცილებელია. ხელისუფლების გეგმა გულისხმობს, რომ სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში ან როცა იქნება, რაღაც გაკეთდეს, თან შინაარსი მათ არ უთქვამთ, მათ მხოლოდ ფორმალური ფორმატები მიაჩნიათ ამისთვის საკმარისად, მაგრამ ყველასთვის ნათელი და გასაგებია, რომ შინაარსის გარეშე რეფორმები არ არსებობს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე და როგორც კი დღის წესრიგი იქნება, საზოგადოებას მივაწვდით ისევე, როგორც პირებს, რომელთაც სესიაში მონაწილეობა უნდა მიიღონ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×