რეზონანსი
05.07.2022

შარლ მიშელის შეთანხმება არის აქტუალური დღეს, როგორც არასდროს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, თავის დროზე, შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი და აუცილებელი ნაბიჯი იყო და მმართველი პარტია მისი შესრულებისგან რომ არ გაქცეულიყო, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ექნებოდა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, შეთანხმებისგან ხელისუფლების გაქცევამ ქვეყანას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.

“შარლ მიშელის შეთანხმება დემონსტრაციულად და საჯაროდ “ქართულმა ოცნებამ“ დატოვა. ვალდებულებების შესრულებას “ქართული ოცნება“ გაექცა. ამიტომ მათი მხრიდან ვინმესკენ ხელის გაშვერა სხვა არაფერია, თუ არა პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალების ძალიან უსუსური მცდელობა. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს ქვეყნის შიგნით არასამთავრობო სექტორი და თავად ბრიუსელი უწევდა. არასდროს არავის არც ბრიუსელში, არც თბილისში და არც სადმე სხვაგან არ უთქვამს, რომ “ლელომ“ შეთანხმება არ შეასრულა. ვისზეც საუბრობდნენ, რომ შეთანხმება დაარღვია - ეს არის “ქართული ოცნება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×