რეზონანსი
04.07.2022

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღითი დღე სულ უფრო ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც აქციის ორგანიზატორებს თანაუგრძნობს.

"ეს ჩანს აშკარად, რომ თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ამ დებულებამ ყოველგვარი რესურსი ამოწურა და საზოგადოებამ დაინახა, რომ ამის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და ადამიანები, რომლებიც განწყობილნი არიან დაუოკებელი წყურვილით, რომ ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ გარკვეული დესტრუქციული სქემების გათამაშებით.

ის, რაც 20 ივნისს იყო საზოგადოებისთვის აქტუალური, ეს მუხტი და ეს განწყობა არ არსებობს, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ამის ობიექტური აუცილებლობა არ არსებობს. არავის უნდა თავის გულწრფელი დამოკიდებულება, საკუთარი მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, ვიღაცის კერძო პარტიკულარულ ინტერესებს შეუსაბამოს, რომელიც არცთუ ისე კეთილსინდისიერად გამოიყურება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×