რეზონანსი
03.07.2022

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს. საგამოცდო სივრცეები დილის ექვსი საათიდან გაიხსნება, აბიტურიენტების რეგისტრაცია კი 8 საათზე დაიწყება. წელს აბიტურიენტებს პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების და შეზღუდვების გარეშე მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. არ არის სავალდებულო პირბადის ტარება, ასევე, მოხსნილია სოციალური დისტანციის რეგულაციაც.

წელს გამოცდებზე გამსვლელთა უპრეცედენტო რაოდენობაა დარეგისტრირებული. 90 000- მა აპლიკანტმა უკვე მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მათ შორის არიან სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები, მაგისტრანტობის მსურველები ასევე მასწავლებლები. რაც შეეხება აბიტურიენტებს, წელს სტუდენტობის სურვილი 41 000-მა სკოლადამთავრებულმა გამოთქვა.

იმ აპლიკანტებისთვის, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, ცალკე სესია ჩაინიშნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×