რეზონანსი
03.07.2022

საქართველოსთან მიმართებით თქვეს, რომ დიახ, არის გარკვეული რეკომენდაციები, რომ ჩვენ ახლა მოგვცემენ პერსპექტივას, ეს მნიშვნელოვანია. კონკრეტული 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შევასრულოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ესენი კი ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვან, ჩიხში შეიყვანონ ქვეყანა. ვეუბნები, რომ აგერ არის კონკრეტული პუნქტები, რომლებიც შესასრულებელია, მიიღე მონაწილეობა. იქ პირველ პუნქტად დეპოლარიზაცია წერია, რაც ნიშნავს რომ კონსტრუქციულ ნაწილში გადახვიდე, ეს სჭირდება დღეს ქვეყანას, რომ ერთად ვიმუშაოთ და შენ რას აკეთებ - მიტინგს აწყობ, ითრევ ახალგაზრდებს, ატყუებ საზოგადოებას და შენი ინტერესებია პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლება, გვარამიას გათავისუფლება და ა.შ. არსად უთქვამს ეს ევროკომისიას. ესაა თავიანთი მერკანტილური ინტერესები", - აღნიშნა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×