რეზონანსი
30.06.2022

დღეს წინ ბათუმის კლინიკა მედცენტრში ბიძინა ივანიშვილმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა. კლინიკის ადმინისტრაციამ "მთავარ არხთან" დაადასტურა, რომ მან რამდენიმე საათის წინ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გადაიღო.

გავრცელებულ ინფორმაციას, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქვეყნის მტრების ჯინაზე, ბიძინა ივანიშვილი დიდხანს და ჯანმრთელად იქნება.

"წმინდად რუსული პროპაგანდის ნარატივში, წმინდად ეფესბეს სახელმძღვანელოებიდან, რამდნეიმე წუთის წინ შავნოდარის ახალმა რუპორმა, ზალიკო უდუმაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს... ჰოდა გამგები რომ გაიგებს, იმას მივმართავ, რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის ჭეშმარიტი მოწაფეები თქვენ გვერდით, ძალიან ახლოს არიან. ფაქტობრივად, სამეგობრო წრეში... ძალიან კი გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს რამე დაემართოს, მაგრამ ამ ქვეყნის მტრების ჯინაზე, დიდხანს და ჯანმრთელად იქნება...", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×