რეზონანსი
30.06.2022

„ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის წასვლა მედიის ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი რამდენიმედღიანი მოხმარების თემაა.

„ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის წასვლა მედიის ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული, რადგან სხვანაირად ხალხი როგორ უნდა დაარწმუნო იმაში, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აღარ არიან „ქართული ოცნების" წევრები მაშინ, როცა თავად ამბობენ, უმრავლესობის აზრზე ვართო. ეს თემა შემოგდებულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ სხვა თემაზე არ ილაპარაკოს. ეს ყველაფერი არის რამდენიმედღიანი მოხმარების თემა. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ერთპიროვნული მმართველობის პირობებში შეუძლებელია. ამ ქვეყანაში რეალურ დეპოლარიზაციაზე არავის არ უფიქრია მიუხედავად იმისა, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა რა დაწერეს. დეპოლარიზაციის ერთადერთი საშუალებაა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება და რაც დაჯდება, ის იქნება ამის აღმოფხვრის საშუალება. ის, რომ უცებ გამოსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არ იქნება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართულ ოცნება" 28 ივნისს დატოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×