რეზონანსი
30.06.2022

მოძრაობა „სირცხვილიას" ვებგვერდის ერთ-ერთი ადმინი ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდს რუსეთიდან მართავს. ეს ინფორმაცია განთავსებულია მოძრაობა „სირცხვილიას" ფეისბუქზე, გვერდის გამჭირვალეობის ველში, სადაც წერია, რომ ამ გვერდის მმართველი ადამიანების ძირითადი ქვეყნის/რეგიონის მდებარეობა მოიცავს: საქართველოდან 20 ადამიანს, რუსეთიდან ერთს და ამერიკიდან ერთს. ორგანიზაციაში კი ამ ინფორმაციას ფეიკს უწოდებენ.

„ტყუილია ისევე როგორც დანარჩენი ინფორმაცია, რომელსაც ესენი ავრცელებენ. რუსეთიდან არ იმართება, არა მგონია, მე არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან არავინ იმართება „სირცხვილიაში,"- აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

ამბავი სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. ფაქტს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანიც გამოეხმაურა.

„ანტირუსულ" მოძრაობა „სირცხვილიას" Facebook-გვერდს ერთი ადმინი რუსეთიდან მართავს. „სირცხვილია", შემთხვევით სირცხვილი ხომ არ არის?!", - წერს გვიდიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×