რეზონანსი
30.06.2022

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ რუსულმა ძალებმა „ზმეინის" კუნძული დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აღნიშნულს „ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.

„ზმეინის" კუნძულზე რუსი ჯარისკაცები აღარ არიან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავად იმუშავეს", - წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, „ზმეინის" კუნძული უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×