რეზონანსი
30.06.2022

„წინასწარ, დაახლოებით ორი თვით ადრე, ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ ეს კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის. ვერ მიაღწიეს, რომ სხვადასხვა მეთოდებით უკრაინის ომში ჩავერთეთ და გვახსოვს ხომ პრემიერის განცხადებები, შემდეგ ეს გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა, ვიღაც რიგითი ხომ არ ლაპარაკობდა, ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები“, - ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ სქემებს, რომლითაც მისი თქმით, შიდა თუ გარე ძალები ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობენ.

„ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ჩვენი გამოყოფა ამ თვალსაზრისით საჭიროა, რომ ეს პროცესი უფრო მეტად არ განვითარდეს. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ და ამაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. ისედაც ვერ ვითმენდით და თან პირდაპირ ვუთხარით, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრების დროს ან ა.შ. მათ არ უნდა ეუბნებოდნენ, რომ თქვენი პარტიის წევრები ამას რატომ საუბრობენ ან რაიმე მითითება. არ მივცეთ საბაბი ადამიანებს ამ სცენარის განვითარებისთვის, რომელიც დღეს ჩვენ თვალწინ ვითარდება. კანდიდატის სტატუსზე თავიდანვე ვთქვით, რომ გაგვეცხადებინა, რისთვის იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც დაველოდეთ სადამდე მივიდოდა ეს პროცესი“, - განაცხადა მხიეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×