რეზონანსი
29.06.2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის ფოტოს ტვიტერზე აქვეყნებს და წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს.

"პრემიერ ღარიბაშვილთან კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ეს ნამდვილად გეოსტრაგეიული მომენტია.

წინა კვირაში ევროპის საბჭომ საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ შემდგომშიც დავუჭიროთ მხარი ამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესს," - წერს შარლ მიშელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×