რეზონანსი
29.06.2022

რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაამსხვრია მშვიდობა და სერიოზულად შეცვალა ჩვენი უსაფრთხოების გარემო, - ამის შესახებ ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტშია ასახული.

„რუსეთის სასტიკმა და უკანონო შეჭრამ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კიდევ ერთხელ დარღვევამ, საზარელმა თავდასხმებმა და სისასტიკემ ენით აუწერელი ტანჯვა და ნგრევა გამოიწვია. ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ზონის სტაბილურობისთვის. მოსკოვის ქცევა ასახავს რუსეთის აგრესიული ქმედებების ნიმუშს მისი მეზობლებისა და უფრო ფართო ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინააღმდეგ", -აღნიშნულია დოკუმენტში.

ალიანსში აცხადებენ, რომ მუშაობენ ყველასთან, ვინც იზიარებს მათ მიზნებს.

„ჩვენი ხედვა ნათელია: გვსურს ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც პატივს სცემენ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო კანონს და სადაც თითოეულ ქვეყანას შეუძლია აირჩიოს თავისი გზა, გზა, რომელიც არის თავისუფალი აგრესიისგან, იძულების ან დივერსიისგან. ჩვენ ვმუშაობთ ყველასთან, ვინც იზიარებს ამ მიზნებს. ჩვენ, როგორც მოკავშირეები, ერთად ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და წვლილი შევიტანოთ უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს არსებობაში,"- აღნიშნულია დოკუმენტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×