რეზონანსი
29.06.2022

მადრიდში, ნატო-ს სამიტზე ალიანსის ქვეყნების ლიდერების მიერ შედგა დეკლარაცია, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. დეკლარაცია ნატო-ს ვებ-გვერდზე ვრცელდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო-ს ლიდერები ალიანსის პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, სადაც მათ შორის აზრთა გაცვლა მოხდა.

"ჩვენ მადრიდში შევხვდით ნატო-ს ბევრ პარტნიორს, ჩვენ გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლა ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებთან, ასევე ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიისა და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინას თავდაცვის მინისტრს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული დეკლარაცია ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე შეიქმნა, რათა პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაძლიერდეს ნატო-ს მხრიდან.

"ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალი ზომები მივიღოთ, რათა პარტნიორებისთვის მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გავაძლიეროთ, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ. ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და მდგრადობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლების მხარდაჭერას გავაძლიერებთ", - ნათქვამია დოკუმენტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×