რეზონანსი
29.06.2022

გურამ მაჭარაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს, შესრულდება თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაწესებული რეკომენდაციები. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციის ნიჰილიზმს, ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არ აქვს შესრულდება, არ შესრულდება ეს რეკომენდაციები, რა ჩაიწერება ამ 12-პუნქტიან გეგმაში, რა არა. მათთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს არეულობა, ქვეყანაში იყოს ისეთი სიტუაცია, სადაც ისინი არაკანონიერი გზებით შეეცდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ უახლოეს დღეებში იმსჯელებს და დეტალურად გაწერს პასუხისმგებელ სუბიექტებსა და ვადებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×