რეზონანსი
29.06.2022

მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური ესპანეთის მეფის მიერ ნატო-ს სამიტის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×